geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური პერსონალის მობილობა სტამბოლის გელიშიმის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი და ასისტენტ პროფესორი ნინო ლობჟანიძე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, 2026 წლის 1-5 ივნისს სამუშაო ვიზიტით სტამბოლის გელიშიმის უნივერსიტეტში (თურქეთი) იმყოფებოდნენ. ვიზიტის მსვლელობისას გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლისა და კოოპერაციის ოფისის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამები, თანამშრომლობის მიმართულებები და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის საკითხები. 

აკადემიური მობილობის ფარგლებში, თსუ პროფესორებმა საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის სალექციო კურსები წაიკითხეს. ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა სტუდენტებს ჩაუტარა ლექციები თემაზე  „საქართველოს ტრანსფორმაციის ეკონომიკური პოლიტიკა“, ხოლო ასისტენტ პროფესორმა ნინო ლობჟანიძემ ლექციების ფარგლებში განიხილა თემა: „ფული, ხარჯვის თავისებურებები და ინფლაციის მიმდინარე ტენდენციები საქართველოსა და თურქეთის მაგალითებზე“. ორივე სალექციო კურსის მიმართ სტუდენტთა დიდი მოწონება გამოხატეს. ლექციებში ახალგაზრდების ჩართულობა და ინტერესი ძალზე მაღალი იყო.